ოპერაციული ტექნოლოგიების ინოვაცია და ავტომატიზაცია
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ბიზნესისთვის
სტაბილური ზრდა
ჩვენი კრიპტოვალუტის სტაბილური ზრდა განპირობებულია ჩვენი კომპანიის ყოველთვიური შემოსავლის 20%-ის ინვესტიციით და ჰედერა ჰაშგრაფის ქსელის გამოყენებით. ეს სტრატეგიული ინტეგრაცია უზრუნველყოფს გამყარებულ ლიკვიდურობის მხარდაჭერას და ამყარებს ჩვენი პროექტის მიმართ ნდობას. ბევრი მსგავსი პროექტისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს რეალური კომპანია, გუნდი და პროდუქცია, რომელიც გამოიმუშავებს სტაბილურ მოგებას
ნულოვანი კონტროლი
როგორც ოტიას შემქმნელებმა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეუქცევლად გაგვენადგურებინა ყოველგვარი მართვის მექანიზმი, რისი დახმარებითაც შევძელით სრულად დეცენტრაზილებული ეკოსისტემის შექმნა, სადაც ყოველი პროექტის წევრი თანაბარუფლებიანია და აქვს სამართავი ბერკეტები პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში და სამომავლო სტრატეგიის შემუშავებაში.
გამჭვირვალეობა
ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა: დამფუძნებლები, დირექტორთა საბჭო, კომპანიის მოგება, სტრატეგია და სხვა. გადაწყვეტილებები მიიღება საჯარო ხმის მიცემით, დემოკრატიულად, OTIA -ს ყველა მფლობელის ხმა აყალიბებს კოლექტიურ აზრს, ხოლო ბლოქჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემა ხელს უწყობს სრულ თავისუფლებას, გამჭვირვალეობას და ეკოსისტემას, სადაც ყოველი ხმა და წევრი მნიშვნელოვანია.
გარანტირებული ფასი
ჩვენ დაწესებული გვაქვს გარანტირებული ფასი, რომელიც თვეში ერთხელ იცვლება საჯარო ხმის მიცემის შედეგად. თუ ჩვენი კრიპტოვალუტის ფასი დაეცემა აღნიშნული ნიშნულამდე ჩვენ ვახდენთ შეძენას, რაც ასტაბილურებს ფასს. გარანტირებული ფასი შეიძლება გაიზარდოს ან დარჩეს უცვლელი თვის ბოლოს, მაგრამ არასდროს არ მცირდება. ეს მექანიზმი ხელს უწყობს ჩვენს მომხმარებლებს სწორი სტრატეგიის შემუშავებაში და გრძელვადიანი გეგმების დასახვაში.
ღირებულება
ჩვენ ვართ ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანია, რომელიც იხდის სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ყველა გადასახადს, გვყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული, საკუთარ სფეროში დიდი მიღწევბის მქონე გუნდი და ვქმნით პროდუქტს, რომელსაც მოაქვს რეალური სარგებელი. სხვა პროექტებისგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ არსებობა ინვესტიციების გარეშე, რაც უზრუნველყოფს სტაბოლურობას და პროექტის სიცოცხლისუნარიანობას.
ძალაუფლება
ჩვენს პროექტში ძალაუფლება თანაბრად არის გადანაწილებული პროექტის ყველა წევრს შორის, რაც საშუალებას აძლევთ მათ მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომლებიც წინასწარ ცხადდება ჩვენს საიტზე, ხოლო ხმის მიცემა ხდება ბლოქჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს სრულ გამჭვირვალობას და გამორიცხავს გაყალბებას. 1000 OTIA-ს მფლობელი ავოტმატურად ხდება დირექტორთა საბჭოს წევრი სანამ თავად არ მოახდენს აქტივის ლიკვიდაციას.
ლიკვიდურობა
ჩვენი პროექტის ლიკვიდურობას განაპირობებს ბლოქჩეინ აუზში შეუქცევლად ჩაკეტილი რეალური თანხა, რომელიც ხელმიუწვდომელია 2030 წლამდე. საკეტის დროზე ადრე გახსნა ან რაიმე სახის ცვლილება შეუძლებელია, რასაც ადასტურებს ბლოქჩეინ ტექნოლოგია. ეს მექანიზმი ეხმარება ჩვენს წევრებს რისკის მინიმიზირებაში და სულიერ სიმშვიდეში. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმები და ეკოსისტემის განვითარება წლების განმავლობაში ჩვენი უმთავრესი მიზანია.
რეალური თანხა
OTIA არის გადახდის ერთადერთი მეთოდი ჩვენი დანერგილი ყველა პროდუქტისთვის, რაც ხელს უწყობს მის აქტიურ გამოყენებას, გავრცხელებას და ფასის ზრდას. გარდა იმისა, რომ რიგით მომხმარებლებს შეეძლებათ გადაიხადონ OTIA-ს გამოყენებით, ასევე ისინი ისარგებლებენ სოლიდური ფასდაკლებებით და სხვა ბენეფიტებით. ეს ხელს შეუწყობს ოტიას მიმოქცევაში გაშვებას, გაამყარებს ვალუტას და გამჭვირვალეს გახდის კომპანიის ფინანსურ მიმოქცევას.
სიმარტივე
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმარტივე და ხელმისაწვდომობა, რადგან მომხმარებელთა დიდი ნაწილს არ გააჩნია საკმარისი გამოცდილება კრიპტოვალუტასთან მუშაობაში. ჩვენი მობილური და ვებ აპლიკაცია საშუალებას მისცემს ნებისმიერი გამოცდილების მქონე ადამიანს იყიდოს, გაყიდოს, გადაიხადოს, მისცეს ხმა ჩვენს სისტემაში გამოტანილ იდეებს და გაანაღდოს თანხა, რაც ხელს შეუწყობს პროექტის გავრცელებას და განვითარებას.
პროექტის შესახებ #1
OTIA რესტორნის სამართავი ხელოფნური ინტელექტის პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს რესტორნის სრულ ავტომატიზაციას, ხარჯების შემცირებას და ეფექტურობის გაზრდას. ეს არის რევოლუცია სარესტორნო ბიზნესში, რომელიც მოახდენს არსებული ინდუსტრიის გარდაქმნას მაღალი დონის, მოწინავე ტექნოლოგიების ბიზნესად. მომხმარებელი შეძლებს ყველა ოპერაციის შესრულებას მიმტანის გარეშე, დაჯავშნას, ინგრედიენტების შემოწმებას, ანგარიშსწორებას, მიმტანის გამოძახებას, შეფასებას ან დისტანციურად შეკვეთას, რომ მას დახვდეს გამზადებული მაგიდა და შეკვეთა მისვლისთანავე, ხოლო რესტორნის ადმინისტრაციას სრული ანალიტიკა მიმტანების მუშაობის ხარისხზე, მომხმარებლების ქცევაზე, პოპულარულ კერძებზე, აღრიცხვაზე, სამზარეულოზე, დისტრიბუციაზე, ხარჯებზე და მოგებაზე. აღნიშნული სისტემა პოლიმორფულია და ავტომატურად იცვლება და ერგება კონკრეტული რესტორნის მოთხოვნას, რათა მოახდინოს მისი მაქსიმაული წარმადობით ოპერირება.
სამოქმედო გეგმა და სტრატეგია
გამოქვეყნდება 16 აპრილს