OTIA AI
პროდუქტი ინფრასტრუქტურა პაკეტები
შესვლა
შესვლა ↗ პროდუქტი ინფრასტრუქტურა პაკეტები
OTIA / LEGAL

სარგებლობის წესები და პირობები

ბოლო განახლება: 7 სექტემბერი, 2026
პირობები

ვებგვერდზე რეგისტრაციით, შესაბამისი პაკეტის შეძენით ან სერვისის ნებისმიერი ფორმით სარგებლობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პირობებს, მისთვის გასაგებია მათი შინაარსი და ეთანხმება მათ. წინამდებარე პირობებთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მომხმარებელმა თავი უნდა შეიკავოს ვებგვერდითა და შეთავაზებული მომსახურებით სარგებლობისგან.

ვებგვერდითა და შეთავაზებული მომსახურებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ 18 წელს მიღწეული პირებისთვის.

01

1. OTIA AI-ის შესახებ

OTIA AI არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ტექსტურ და ხმოვან კომუნიკაციას, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, ტექსტისა და კოდის დამუშავებას, გამოსახულებისა და ვიდეოს შექმნასა და რედაქტირებას, სხვადასხვა ფორმატის ფაილების (მათ შორის PDF, Word, Excel და PowerPoint) შექმნასა და ანალიზს, აგრეთვე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სხვა ფუნქციებს.

OTIA AI წარმოადგენს დამხმარე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტს. პლატფორმის მიერ გენერირებული ინფორმაცია ან სხვა შედეგი შესაძლოა შეიცავდეს უზუსტობას ან შეცდომას და არ წარმოადგენს პროფესიულ, სამედიცინო, იურიდიულ, ფინანსურ ან სხვა სპეციალიზებულ კონსულტაციას.

მომხმარებელი ვალდებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე დამოუკიდებლად გადაამოწმოს მიღებული ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამისი სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტს.

02

2. მომხმარებლის ანგარიში

პლატფორმის ცალკეული ფუნქციებით სარგებლობისთვის შესაძლოა საჭირო იყოს ანგარიშის შექმნა. მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი ინფორმაცია და დაიცვას ანგარიშზე წვდომის მონაცემების კონფიდენციალურობა.

მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის გამოყენებით განხორციელებულ მოქმედებებზე და ვალდებულია არასანქცირებული წვდომის ან უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს OTIA AI-ს.

სხვისი ანგარიშის უნებართვო გამოყენება დაუშვებელია.

OTIA AI უფლებამოსილია შეზღუდოს, დროებით შეაჩეროს ან გააუქმოს ანგარიში უსაფრთხოების რისკის, თაღლითობის, პლატფორმის არაკეთილსინდისიერი გამოყენების, არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან წინამდებარე პირობების დარღვევის შემთხვევაში.

03

3. პაკეტები და გადახდა

ფასიანი მომსახურება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე განთავსებული პაკეტების შესაბამისად. შეძენამდე მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია პაკეტის ფასის, მოქმედების ვადის, ფუნქციებისა და სხვა არსებითი პირობების შესახებ.

პაკეტის მოქმედების ვადა იწყება მისი გააქტიურების მომენტიდან. პაკეტის ფარგლებში გამოყენების რაოდენობრივი შეზღუდვა არ არის დადგენილი, თუმცა მაღალი დატვირთვის ან ტექნიკური საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დროებით შემცირდეს მომსახურების სიჩქარე.

შეკვეთის განთავსებამდე მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა გადაამოწმოს და, საჭიროების შემთხვევაში, შეასწოროს მის მიერ მითითებული ინფორმაცია. ფასიანი პაკეტის შეძენისას მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეკვეთა წარმოშობს გადახდის ვალდებულებას. შეკვეთის მიღება დასტურდება ელექტრონული ფორმით.

გადახდა ხორციელდება ვებგვერდზე მითითებული საშუალებებით. საბარათე მონაცემების დამუშავებას უზრუნველყოფს შესაბამისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერი.

ავტომატური განახლების შემთხვევაში, მომხმარებელს ამის შესახებ ეცნობება შეძენამდე. ავტომატური განახლების გაუქმება შესაძლებელია მიმდინარე პაკეტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

OTIA AI უფლებამოსილია შეცვალოს პაკეტები, მათი ფასები ან პირობები. ცვლილება არ ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე შეძენილ პაკეტზე მისი მოქმედების ვადის განმავლობაში, გარდა კანონით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

04

4. თანხის დაბრუნება

ფიზიკურ პირს, რომელიც მომსახურებით პირადი მოხმარების მიზნით სარგებლობს, უფლება აქვს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხელშეკრულების დადებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე, იმ შემთხვევაში თუ არ იქნა გამოყენებული ჩვენი სერვიცი.

მომსახურების დაუყოვნებლივ დაწყების ან ციფრული შინაარსის მიწოდების შემთხვევაში, უარის თქმისა და თანხის დაბრუნების უფლება მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობებისა და გამონაკლისების შესაბამისად.

თანხის დაბრუნების მოთხოვნა იგზავნება OTIA AI-ის საკონტაქტო ელფოსტაზე. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხა ბრუნდება კანონით დადგენილი წესითა და ვადაში.

ტექნიკური ხარვეზის გამო მომსახურებით სარგებლობის შეუძლებლობის შემთხვევაში, OTIA AI განიხილავს მოთხოვნას ინდივიდუალურად.

05

5. პლატფორმის გამოყენება

მომხმარებელი ვალდებულია OTIA AI გამოიყენოს კანონიერად და კეთილსინდისიერად. დაუშვებელია პლატფორმის გამოყენება:

  • უკანონო ან თაღლითური საქმიანობისთვის;
  • სხვა პირთა უფლებების, პერსონალური მონაცემების ან/და ინტელექტუალური საკუთრების დარღვევისთვის;
  • ძალადობრივი, სიძულვილის შემცველი, სექსუალური ექსპლუატაციის ან მავნე შინაარსის შექმნისა და გავრცელებისთვის;
  • პლატფორმის უსაფრთხოების, სისტემების ან გამართული ფუნქციონირების ხელყოფისთვის;
  • სხვის ანგარიშზე ან მონაცემებზე უნებართვო წვდომისთვის;
  • ავტომატური სკრიპტებით, ბოტებით ან სხვა საშუალებებით პლატფორმის გადატვირთვისთვის, OTIA AI-სთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

დარღვევის შემთხვევაში, OTIA AI უფლებამოსილია შეზღუდოს ან შეწყვიტოს წვდომა, წაშალოს შესაბამისი მასალა და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს.

06

6. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შედეგები

AI-ის მიერ გენერირებული ინფორმაცია, ტექსტი, გამოსახულება, ვიდეო, კოდი ან ფაილი შესაძლოა შეიცავდეს შეცდომას, უზუსტობას ან მოძველებულ ინფორმაციას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მიღებული შედეგის გადამოწმებასა და მის შემდგომ გამოყენებაზე.

OTIA AI არ იძლევა გარანტიას გენერირებული შედეგის სიზუსტეზე, უნიკალურობაზე, კონკრეტული მიზნისთვის შესაბამისობაზე ან მესამე პირთა უფლებების დარღვევის არარსებობაზე.

07

7. მომხმარებლისა და გენერირებული კონტენტი

მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ ატვირთულ მასალაზე და ადასტურებს, რომ ფლობს მისი გამოყენებისთვის საჭირო უფლებებს.

OTIA AI არ აცხადებს საკუთრების უფლებას მომხმარებლის მიერ ატვირთულ მასალაზე ან მისთვის გენერირებულ შედეგზე. გენერირებული კონტენტის გამოყენებასა და მესამე პირთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

პლატფორმის პროგრამული უზრუნველყოფა, დიზაინი, სახელწოდება, ლოგო და სხვა ელემენტები წარმოადგენს OTIA AI-ის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის ინტელექტუალურ საკუთრებას.

პლატფორმის ფუნქციონირებისთვის OTIA AI უფლებამოსილია დაამუშაოს მომხმარებლის მიერ ატვირთული და გენერირებული მასალა მხოლოდ შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით.

08

8. კონფიდენციალურობა და მესამე მხარის სერვისები

მომხმარებლის მონაცემები მუშავდება პლატფორმის ფუნქციონირებისა და მომსახურების გაწევისთვის საჭირო ფარგლებში.

პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი და პირობები განისაზღვრება OTIA AI-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

09

9. პლატფორმის ხელმისაწვდომობა

OTIA AI არ იძლევა პლატფორმის უწყვეტი, უშეცდომო ან მუდმივი ხელმისაწვდომობის გარანტიას.

ტექნიკური სამუშაოების, მაღალი დატვირთვის, მესამე მხარის სერვისების ან სხვა გარემოებების გამო, პლატფორმის მუშაობა შესაძლოა დროებით შეფერხდეს ან შეიზღუდოს.

OTIA AI არ არის პასუხისმგებელი პლატფორმის ხელმისაწვდომობის შეფერხებაზე, თუ იგი გამოწვეულია მის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებით, მათ შორის მესამე მხარის სისტემების გაუმართაობით, ინტერნეტთან ან ელექტროენერგიასთან დაკავშირებული შეფერხებით ან დაუძლეველი ძალის სხვა გარემოებით, კანონით დაშვებულ ფარგლებში.

OTIA AI უფლებამოსილია პლატფორმის განვითარების მიზნით განაახლოს, შეცვალოს, დაამატოს ან გააუქმოს ცალკეული ფუნქციები.

10

10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

კანონით დაშვებულ ფარგლებში, OTIA AI არ არის პასუხისმგებელი ზიანზე, რომელიც გამოწვეულია:

  • AI-ის მიერ გენერირებული შედეგის არასწორი ან გადაუმოწმებელი გამოყენებით;
  • გენერირებულ შედეგზე დაყრდნობით მომხმარებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით;
  • მომხმარებლის მიერ წინამდებარე პირობების დარღვევით;
  • პლატფორმის დროებითი შეფერხებით ან მესამე მხარის სერვისის ხარვეზით.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება პასუხისმგებლობაზე, რომლის გამორიცხვა ან შეზღუდვა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია.

11

11. პირობების ცვლილება

OTIA AI უფლებამოსილია კანონით დაშვებულ ფარგლებში პერიოდულად განაახლოს წინამდებარე პირობები. მოქმედი ვერსია და მისი განახლების თარიღი ქვეყნდება ვებგვერდზე.

არსებითი ცვლილების შესახებ მომხმარებელს ეცნობება წინასწარ, ვებგვერდის ან ელფოსტის საშუალებით. ცვლილება არ ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე შეძენილი პაკეტიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე, გარდა კანონით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

12

12. მოქმედი კანონმდებლობა და საკონტაქტო ინფორმაცია

წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოებში კანონით დადგენილი წესით.

პირობებთან, ანგარიშთან, მომსახურებასთან ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაგვიკავშირდით:

  • ელფოსტა: [email protected]
  • მომსახურების მიმწოდებელი: ოტია ეიაი
  • საიდენტიფიკაციო ნომერი: 406369353
  • იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, სამგორის რაიონი, ვარკეთილი-3-ის დასახლება, IV მიკრო/რაიონი, კორპუსი 403, ბინა 124
OTIA AI / ფუნქციონირებს გამართულად კონფიდენციალურობა / აქტიური
OTIA AI

OTIA AI მუშაობს ჩვენს მიერ შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, საკუთარ სერვერებსა და დამოუკიდებელ ინფრასტრუქტურაზე, რაც გვაძლევს სრულ კონტროლს სისწრაფეზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.

სერვისი
მთავარი პროდუქტი ინფრასტრუქტურა პაკეტები ჩატი
შესაძლებლობები
ტექსტური ჩატი სურათის გენერაცია ვიდეოს გენერაცია ფაილების გენერაცია ვებ ძიება
პრინციპი
კონფიდენციალურობა ჩატი არ ინახება ჩვენს სერვერებზე.

ულიმიტო წვდომა ერთიან პლატფორმაში. საჭიროების მიხედვით სისტემა ავტომატურად ირჩევს შესაბამის AI მოდელსა და ინფრასტრუქტურას.

OTIA AI
© 2026 OTIA AI · ყველა უფლება დაცულია
წესები და პირობები კონფიდენციალურობის პოლიტიკა ინფრასტრუქტურა